ახალგაზრდული ფორუმი კახეთის რეგიონში

2013 წლის 27 აპრილს თელავში ჩატარდა ახალგაზრდული ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებმა კახეთის 63 პარტნიორი სკოლიდან.                                    მოსწავლეებმა მცირე ჯგუფებში იმუშავეს საპროექტო წინადადებებზე, რომლებიც დღის მეორე ნახევარში წარუდგინეს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. სულ მუშაობდა 10 სამუშაო ჯგუფი მუნიციპალიტეტების მიხედვით

მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებები მაქსიმალურად იქნა მხარდაჭერილი მოწვეული სტუმრების მხრიდან. დაიგეგმა შეხვედრები და ივნისის ბოლომდე ყველა საპროექტო წინადადება განხორციელდება.

ახალგაზრდულ ფორუმს ესწრებოდნენ კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა  და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები