სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდული ბანაკის მუშაობა დასრულდა

2013 წლის 30 აპრილს, რუსთავში  სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდული ბანაკის მუშაობა დასრულდა. ბანაკის მსვლელობის დროს მონაწილეებს, მოსწავლეებს ქვემო ქართლის 7 მუნიციპალიტეტის  ქართული და აზერბაიჯანული სექტორის  სკოლებიდან ჩაუტარდათ ტრენინგები ინტერკულტურული სწავლებისა და პროექტების წერის შესახებ. ტრენინგების ფასილიტაცია უზრუნველყვეს თეა ლობჟანიძემ  და ცირა თავშავაძემ. 
  
ტრენინგების პარალელურად ბანაკის მონაწილეებმა იმუშავეს 7 სხვადასხვა საპროექტო იდეაზე. აღნიშნული იდეების განხორციელება იგეგმება ერთობლივად ქართული და აზერბაიჯანული სექტორის სკოლების მოსწავლეების მიერ. ბანაკის ფარგლებში მომზადდა შემდეგი საპროექტო იდეები: რუსთავი - „აქტიური მოქალაქეობა და დემოკრატიული ფასეულობები“, დმანისი- „ერთად აღმოვაჩინოთ დმანისი“, თეთრიწყარო - „სამოქალაქო განვითარებისა და ჩართულობის ტრენინგ კურსი“, ბოლნისი -  „აქტიური ნაბიჯი ინტეგრაციისკენ“, წალკა -  „მხიარული სტარტები“, გარდაბანი - „იცხოვრე მავნე ჩვევების გარეშე“,მარნეული - „ვიყოთ თანასწორები“. 
  
ახალგაზრდული ბანაკი ჩატარდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციის „ქართველი ახალგაზრდები ევროპისათვის“ ორგანიზებით.