ახალგაზრდული ფორუმი მცხეთა-მთიანეთში

2013 წლის 30 აპრილს  მცხეთა - მთიანეთის რეგიონში ახალგაზრდული ფორუმი ჩატარდა 27 პარტნიორი სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით. 
 
ფორუმი გახსნა და  მის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა პროექტის კოორდინატორმა მცხეთა - მთიანეთის რეგიონში თამარ მაისურაძემ. მოსწავლეები დაიყვნენ ხუთ ჯგუფად, არჩეული თემების მიხედვით და ფასილიტატორების დახმარებით, წარმოადგინეს ხუთი საპროექტო იდეა: გარემოს დაცვა, სპორტი, ცხოვრების ჯანსაღი წესი, ადგილობრივ ბიზნესთან ურთიერთობა, აქტიური მოქალაქეობა და სკოლის თვითმმართველობასთან თანამშრომლობა; საბოლოოდ, მოსწავლეებმა  მოკლე პრეზენტაციები  და მოსალოდნელი შედეგის ამსახველი ნახატები წარუდგინეს მოწვეულ სტუმრებს. 
 
ფორუმს ესწრებოდნენ: მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის თვითმმართველობების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტების, ,,ბარამბოსა“ და ,,ზედაზენის“ , ადგილობრივი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.  მხარდაჭერის პირობა ხუთივე საპროექტო იდეამ მოიპოვა.
 
-ფორუმი არის მეტად საინტერესო ფორმატი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს გამოავლინონ პრობლემები, გააერთიანონ ძალისხმევა ამ პრობლემების მოსაგვარებლად, დასახონ ინოვაციური გზები და მოიძიონ რესურსები. დღევანდელი ფორუმის გამოცდილება სასურველია, თქვენს სკოლებს, თემსაც გაუზიაროთ - მიმართა ფორუმის მონაწილეებს  PH International საქართველოს ოფისის დირექტორმა ბერდია ნაცვლიშვილმა.
 
მაისის თვეში გაიმართება შეხვედრები მხარდამჭერებთან საპროექტო იდეების განხორციელების მიზნით. 
 
ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტი