ახალგაზრდული ფორუმი იმერეთის რეგიონში

2013 წლის  27 აპრილს, ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის საჯარო სკოლაში, ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით ახალგაზრდული ფორუმი ჩატარდა. 
 
ფორუმის მიზანი იყო  მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით თემის, ადგილობრივი საჭიროებების კვლევა, პრობლემის გადაჭრის გზების ძიება, რეკომენდაციების შემუშავება და თანამშრომლობა გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.
 
ფორუმში იმერეთის 12-ვე რაიონის (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სამტრედია, ვანი, ბაღდათი, ტყიბული, თერჯოლა, ჭიათურა, საჩხერე, ზესტაფონი, ხარაგაული)  125 სკოლის  მოსწავლეები და  პედაგოგები  მონაწილეობდნენ. (სულ  210 მონაწილე).   
 
 ფორუმის მოაწილეებს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის იმერეთის რეგიონის კოორდინატორი ნათია ნამიჭეიშვილი და PH International-ის წარმომადგენელი მანანა ყუბანეიშვილი  მიესალმნენ. მისალებების შემდეგ  ფორუმის მონაწილეები მუნიციპალიტეტის  მიხედვით სამუშაო კგუფებად დაიყვნენ და სამუშაო სფერო აირჩიეს.  ჯფუფების მუშაობას ფასილიტაციას წინასწარვე შერჩეული  სამოქალაქო განათლებისა   პედაგოგები და ლიდერი მოსწავლეები  უწევდნენ. 
მოსწავლეებმა არჩეული თემების მიხედვით წარმოადგინეს  საპროექტო იდეები. ხოლო  ქუთაისის სამხატვრო   სკოლის აღსაზრდელების დახმრებით  საპროექტო წინადადებების შინაარსის შესაბამისად შექმნა ნახატები. 
 
შემდეგ  ჯგუფებმა  პროეტების პრეზენტციები და ნახატები მოწვეულ სტუმრებს, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის ოფისის, მედიის და ბიზნეს ორგანიზაციების   წარმადგენლებს, სკოლის დირექტორებსა და პედაგოგებს წარუდგინეს. 
 
პრეზენტაციების შემდეგ მოეწყო გამოფენა,  სადაც მოწვეულმა მხარდამჭერებმა  გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება თითეული პროექტის მიმართ. დაიგეგმა სამომავლო შეხვედრები პროექტების განხორციელების მიზნით.
ფორუმის დასასრულს ყველა მონაწილეს, მოსწავლეს და მასწავლებელს  გადაეცა სერტიფიკატები, ხოლო მხარდამჭერებს სამოდლობელო წერილები.  
 
 
ახალგაზრული ფორუმი იმერეთში გაშუქდა  მედიის მიერ: psnews.ge. newpress.ge; ტელეკომპანია ,,რიონი’’, რადიო ,,რიონი’’, ტელეკომპანია ,,მეგა tv’’, გაზეთი ,,ჩემი ხარაგაული’’,  რადიო ,,ძველი ქალაქი’’. 
 
ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი