ახალგაზრდული ფორუმი სამეგრელოში

2013 წლის 27 აპრილს, ზუგდიდის #4 საჯარო (პროგრამის არაპარტნიორ) სკოლაში  ჩატარდა ახალგაზრდული ფორუმი, რომელშიც სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის პროგრამის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. ახალგაზრდული ფორუმის სლოგანი იყო „სხვადასხვა თაობა– საერთო მომავალი“. 
 
ფორუმი მიზნად ისახავდა მოსწავლეების მიერ მათი სკოლისა თუ თემისათვის აქტუალური პრობლემების
იდენტიფიკაციასა და მათი გადაჭრის გზების ძიებას.
 
ფორუმის მონაწილეები   10  ჯგუფად დაიყვნენ შემდეგ თემებზე სამუშაოდ: ცხოვრების ჯანსაღი წესი; ბავშვთა უფლებები; ადგილობრივ თემთან, ბიზნესთან, მედიასა და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა; გართობა, რეკრეაცია; კულტურა, ხელოვნება; ინფრასტრუქტურა; სამოქალაქო უფლებები და ვალდებულებები/გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა; გარემოს დაცვა; არაფორმალური განათლება; უსაფრთხოება.
 
ფორუმის სტუმრებმა მოისმინეს პრეზენტაციები და მოსწავლეებს მათი ინიციატივების განხორციელებაში მხარდაჭერა შეპირდნენ.
 
ფორუმს დაესწრო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ბატონი გიორგი თოდუა, რომელმაც შეხვედრის ბოლოს აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი იცის ამ პროექტის შესახებ და მზად არის ნებისმიერ დროს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. მან აღნიშნა ისიც, რომ ეს მოსწავლეები უკვე ჩამოყალიბებული პიროვნებები არიან, რაშიც ამ პროექტს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. 
 
ფორუმის  სტუმრები იყვნენ: თბს ბანკი - ზუგდიდის ფილიალი - ირაკლი კონჯარია; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა - სოფ. კახათის რწმუნებული გიორგი სორდია; სენაკის მუნიციპალიტეტის თვითმართველობა - ვეფხვია ვეფხვაძე; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა - გორგი თოდუა; ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა - ლევან ღვინჯილია; მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა - რომანოზ გერლიანი; ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტი - ნუგზარ გაბელაია; მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობა - კახა მოსიძე; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო - ლევან მაქაცარია. სულ ფორუმს 200–მდე ადამიანი დაესწრო. 
 
ფორუმი გაშუქდა ტელე-რადიო კომპანიების „ოდიშის“,  ”იმედის” და ”მეცხრე არხის” მიერ.