დებატების ნახევარფინალური ტურნირი

2013 წლის 26 აპრილს   ქუთაისის #2 საჯარო სკოლაში,  გაიმართა გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთისა და აჭარის დებატგუნდების რეგიონალური  ნახევარფინალური დებატ ტურნირი, რომელშიც მონაწილეობდნენ  ოზურგეთის #4, ქუთისის #2, 3, 41, 21, ზუგდიდის #3, GLC, ბათუმის #2, საერო ელიტარული სკოლა „გორდას“ და ქობულეთის #3  საჯარო სკოლების გუნდები.

გაიმართა სამი თამაში. კენჭისყრის შედეგად ერთმანეთს შეხვდნენ: ჩაისუბნისა და ქუთაისის #21, ზუგდიდისა და ქუთაისის სკოლების ნაკრები, ოზურგეთისა და  ბათუმის და ქობულეთის სკოლების ნაკრები გუნდები.

მსაჯების გადაწყვეტილებით, ფინალური დებატ ტურნირის საგზური მოიპოვა ზუგდიდისა და ოზურგეთის   დებატგუნდებმა. 
 
ტურნირს მსაჯობდნენ: „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ წარმომადგენელები: თინათინ ცერცვაძე, სოფიო ვეფხვაძე; ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის კოორდინატორი - ნათია  ნამიჭეიშვილი;
 
გამარჯვებული გუნდები თბილისის, რუსთავისა და დმანისის გუნდებთან ერთად 2013 წლის 10-12 მაისს დაბა ბაკურიანში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ფინალურ დებატ ტურნირში.

დებატ ტურნირი ტარდება „საქართველოს ბავშვთა ფედერაციის“ ორგანიზებით.