სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდული ბანაკი ქვემო ქართლში

2013 წლის 26 აპრილს, რუსთავში  სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა. ბანაკის მიზანია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მოზარდების ინტეგრაცია ქართველ მოსწავლეებთან და მათ შორის ინტერკულტურული ურთიერთობების გაღრმავება. ახალგაზრდული ბანაკი ტარდება სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციის „ქართველი ახალგაზრდები ევროპისათვის“ ორგანიზებით.

ბანაკის მსვლელობის დროს სამოქალაქო კლუბის წევრები პროგრამის ფარგლებში შეძენილ ცოდნასა და უნარ ჩვევებს გაუზიარებენ თანატოლებს. ერთობლივად შეიმუშავებენ პროექტებს თემისთვის აქტუალურ საკითხებზე, რომლებსაც ბანაკის დასრულების შემდეგ პროგრამის ფარგლებში განახორციელებენ ბანაკის ორგანიზატორების მხარდაჭერით.

ინტეგრაციის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეები არიან ქვემო ქართლის 7 მუნიციპალიტეტის  ქართულ და აზერბაიჯანულენოვანი   12 სკოლის 24 მოსწავლე და 12 პედაგოგი. მონაწილეები  გეგმავენ განახორციელონ პროექტბი თითეულ მუნიციპალიტეტში.