ახალგაზრდული ფორუმი ქვემო ქართლში

2013 წლის 25 აპრილს, სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის ორგანიზებით, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში ჩატარდა ახალგაზრდული ფორუმის პირველი ეტაპი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მარნეულის, ბოლნისის, წალკის, დმანისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების სამიზნე სკოლების 78 -მა მოსწავლემ და პედაგოგმა. მონაწილეთა შორის  ფორუმის 40 დელეგატი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელნი გახლდათ (20 აზერბაიჯანელი, 1 ბერძენი და 19 სომეხი ეროვნების).

ფორუმი მიზნად ისახავდა მოსწავლეების მიერ მათი სკოლისა თუ თემისათვის აქტუალური პრობლემების იდენტიფიკაციასა და მათი გადაჭრის გზების ძიებას. მოსწავლეები დაიყვნენ 5 ჯგუფად, არჩეული თემების მიხედვით და ფასილიტატორების დახმარებით, წარმოადგინეს ხუთი საპროექტო იდეა გარემოს დაცვის, ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის, ძალადობის, საგზაო ინფრასტრუქტურის, ახალგაზრდების თავისუფალი დროის სწორად ორგანიზებისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიმართულებით.

ფორუმს ესწრეოდნენ ქვემო ქართლის სამხარეო   ადმინისტრაციის, ბიზნესისა და ადგილობრივი არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებმაც მოიწონეს და მხარი დაუჭირეს ახალგაზრდების ინიციატივებს.  ფორუმის დელეგატებმა შეიმუშავეს ინიციატივების განხორციელებისათვის კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რათა მაისის თვეში შეძლონ წარმატებით განახორციელონ საპროექტო ინიციატივები.

სიქა ქვემო ქართლის რეგიონში ახალაგაზრდული ფორუმის მეორე ეტაპს 27 აპრილს გეგმავს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რუსთავისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის სამიზნე სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები.