ახალციხეში ახალგაზრდული ფორუმი ჩატარდა

2013 წლის 24 აპრილს, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა  ახალგაზრდული  ფორუმი.  ფორუმში მონაწილეობდნენ   ახალციხის, ასპინძის, ადიგენის და  ბორჯომის მუნიციპალიტეტების ქართულ და არაქართულენოვანი სკოლების სამოქალაქო კლუბების მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები (41 სკოლა, 63 მოსწავლე).
ფორუმის მონაწილე სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრები 4 ჯგუფად დაიყვნენ  და სამუშაოდ აირჩიეს თემები - არაფორმალური განათლება, გარემოს დაცვა, ტურიზმი და თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ბიზნეს სექტორთან. 
ახალგაზრდულ ფორუმს მოსწავლეთა იდეების მხადაჭერის მიზნით ესწრებოდნენ თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, განათლების და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
ჯგუფებში მუშაობის შემდეგ სამოქალაქო კლუბის წევრებმა  საპროექტო ინიციატივების პრეზენტაცია  მოაწყვეს და თემში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. ოთხივე  პროექტმა თვითმმართველობის წარმომადგენლების ინტერესი დაიმსახურა და დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა.
ახალგაზრდული ფორუმის დასასრულს  ჯგუფის წევრებს მონაწილეობისათვის, ხოლო სტუმრებს  ფორუმის მხარდაჭერისთვის   სერტიფიკატები გადაეცათ.
ინფორმაცია ფორუმის შესახებ გააშუქა  ტელე-რადიო კომპანია მე-9 არხმა და სტატია  გამოაქვეყნა  გაზეთმა „სამხრეთის კარიბჭე“.