ონლაინ კონფერენციის სტუმარი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე

2013 წლის 24 აპრილს თბილისში, განათლების მულტიმედია ცენტრში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, ონლაინ კონფერენცია გაიმართა. ონლაინ კონფერენციის თემა იყო მოსწავლეთა სამოქალაქო მონაწილეობა და ახალგაზრდების როლი დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში.

ონლაინ კონფერენციის სტუმარი იყო -ნი ალუდა გოგლიჩიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე. მან ერთი საათის განმავლობაში პასუხი გასცა, როგორც აუდიტორიაში მყოფი თბილისის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრების, ასევე SKYPE-ის მეშვეობით  მიღებულ შეკითხვებს რეგიონებში პროგრამის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო კლუბებიდან. განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩეოდნენ მოსწავლეები იმერეთიდან, სამეგრელოდან, გურიიდან, აჭარიდან, კახეთიდან  და მცხეთა-მთიანეთიდან.

ონლაინ კონფერენციის ძირითადი მესიჯი ეხებოდა მოსწავლეების აქტიურ ჩართულობას სამოქალაქო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, პრობლემების გაანალიზებასა და მათი გადაჭრის გზების ძიებას, მოსწავლეების მონაწილეობას დემოკრატიის განვითარებაში.