ამერიკელი პედაგოგები საქართველოში

2013 წლის 22–26 აპრილს სამოქალაქო განათლებისა და  პედაგოგთა გადამზადების პროგრამა მასპინძლობს ამერიკელ ექსპერტებს: ჰარვუდის საშუალო სკოლის ასოცირებულ დირექტორს ჯინ ბერტიომს და PH Intarnational-ის ერთერთ პირველ დამაარსებელს, სამოქალაქო და სოციალური მეცნიერების პედაგოგს ქეთრინ ქედველს (ვერმონტის შტატი, აშშ). კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში ამერიკელი პედაგოგები სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს ჩაუტარებენ  სემინარებს  თემაზე – „სათემო აქტივობით სწავლა/სწავლება” და  ”პროფესიული გაზიარება”.

სამუშაო შეხვედრაში საქართველოს რეგიონებიდან 43 პედაგოგი მიიღებს მონაწილეობა. ისინი ამერიკაში კარგად ცნობილსათემო აქტივობით სწავლა/სწავლების მეთოდს გაეცნობიან და ამერიკელ ექსპერტებთან ერთად   შეარჩევენ იმ მოდულებ, რომლებსაც საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში საგნის სწავლებისას გამოიყენებენ

გარდა ამისა, ჯინ ბერტიომ და ქეთრინ ქედველ ქართველი პედაგოგებისთვის მასტერკლასს - სამოდელო გაკვეთილ ჩაატარებენ, რომლის  ვიდეოვერსია ჩვენს პორტალზე განთავსდება