დებატების ტურნირი გორში

2013 წლის 22 აპრილს  ქ.  გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისში გაიმართა მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა  და სამცხე-ჯავახეთის დებატ-გუნდების რეგიონალური  ნახევარფინალური ტურნირი, რომელშიც მონაწილეობდნენ  გორის #3, 5, 7, სურამისა #1, ხაშურის #2, 4, დუშეთის #2 და ადიგენის საჯარო სკოლების გუნდები.
გაიმართა ორი თამაში. კეენჭისყრის შედეგად ერთმანეთს შეხვდნენ: გორისა და ხაშურ-სურამის და დუშეთისა და ადიგენის გუნდები.
მსაჯების გადაწყვეტილებით, ფინალური დებატ ტურნირის საგზური მოიპოვა ადიგენის სკოლის დებატგუნდმა. 

ტურნირს მსაჯობდა „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი - ანა ბახტურიძე;
დებატ ტურნი ტარდება „საქართველოს ბავშვთა ფედერაციის“ ორგანიზებით.