დასუფთავების აქცია ქსანში

2013 წლის 5 აპრილს ქსნის საჯარო სკოლის სასკოლო სამოქალაქო კლუბ ,,გეორგიანას“  ინიციატივითა და ორგანიზებით სოფელში დასუფთავების დიდი აქცია ჩატარდა. მოსწავლეებმა აქციის შესახებ წინასწარ გაავრცელეს ინფორმაცია სოციალურ ქსელებში, გააკრეს განცხადებები სხვადასხვა უბნებში, მხარდაჭერისათვის მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას. 
დათქმულ დღეს აქციაში მონაწილების მისაღებად კლუბის 25 წევრთან ერთად მთელი სკოლა გამოვიდა. მოსწავლეებმა, პედაგოგებმა, სოფლის მოსახლეობამ და ახალგაზრდობამ მხარი დაუჭირა მათ ინიციატივას. სულ აქციაში 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა და ყველას თავისი წვლილი შეჰქონდა საქმეში. დასუფთავდა ქუჩები და თავშეყრის ადგილები. 
კლუბმა სოფლის მოსახლეობისა და გამგებლის მადლობა დაიმსახურა.
"ბავშვები შეიცვალნენ, უფრო თავდაჯერებულები გახდნენ და უკვე იციან როგორ უნდა აკეთონ სკოლისა და თემისათვის საჭირო საქმე. მადლობა ყველას, ვინც ჩვენს აქტივობებს მხარს უჭერს და მადლობა ,,სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას“ , რომლის ფარგლებშიც ჩვენ ამ საქმიანობას ვეწევით"- აღნიშნავს კლუბის მეურვე პედაგოგი თამარ კასრაძე.
                       
ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტი