ვაჩუქოთ წიგნები მეგობრებს!

თბილისის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრებმა ჩაატარეს აქცია  „ვაჩუქოთ წიგნები მეგობრებს!“ მოსწავლეები გამოეხმაურნენ  სოციალური ქსელით გავრცელებულ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალასტანის სომხურენოვანი სკოლის (სკოლაში 110 ბავშვი სწავლობს) ქართული ენის მასწავლებლის ქ-ნი ინგა ბაგრატიონის თხოვნა-მოწოდებას დახმარებოდნენ ამ სკოლის ბიბლიოთეკას ქართულენოვანი წიგნებით.
მოსწავლეებმა კლუბების ფესიბუქის გვერდების საშუალებით გამოაცხადეს  აქცია და ათი დღის მანძილზე თბილისის მასშტაბით შეაგროვეს 1000-მდე ქართული წიგნი და გადასცეს სოფ. ალასტანის სკოლის წარმომადგენლებს და უფროსკლასელ მოსწავლეებს. სკოლის მასწავლებელმა ქ-ნმა ინგა ბაგრატიონმა უდიდესი მადლობა გადაუხადა თბილისის სამოქალაქო კლუბების წევრებს  ასეთი აქტივობისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის და დაჰპირდა, რომ ალასტანის სკოლაში დაიდგმება  დაფა, სადაც იქნება ინფორმაცია აქციის შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს სოფ. ალასტანის სკოლის ბიბლიოთეკის შემდგომ განვითარებას.