აჭარაში ახალგაზრდული ფორუმი ჩატარდა

2013 წლის 20 აპრილს ჩაქვის #1 საჯარო სკოლაში ბათუმის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით ახალგაზრდული ფორუმი ჩატარდა,   სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში და მასში პროექტის 81 პარტნიორი სკოლის მოსწავლე და  სამოქალაქო განათლების პედაგოგი მონაწილეობდა. ფორუმის მიზანი იყო ახალგაზრდების აქტიური ჩართვა  თემებში არსებული პრობლემების გამოვლენისა და მათი გადაჭრის გზების ძიების პროცესში. მონაწილეები 9 სამუშაო ჯგუფში  სხვადასხვა სფეროზე მუშაობდნენ ფასილიტატორ პედაგოგებთან ერთად. ფორუმის დასასრულს 9 საპროექტო იდეა შემუშავდა. 
ფორუმის მონაწილე თითოეულმა ჯგუფმა გააკეთა პროექტების პრეზენტაცია  მოწვეული სტუმრებისათვის მათი მხარდაჭერისა და ინტერესის მოპოვების მიზნით. 
ახლგაზრდულ ფორუმს ესწრებოდნენ აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს, ბათუმის მუნიციპალიტეტის, საგანმანათლებლო რესურს ცენტრების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები, ასევე, პროგრამის პარტნიორი სკოლების პედაგოგები, მშობლები, მოსწავლეები და სკოლის ადმინისტრაცია(სულ 150 ადამიანი).
მოსწავლეების პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა პროექტების შეფასება. შეფასების შედეგების შესაბამისად გაიმართება პროექტის წარმდგენი საინიციატივო ჯგუფების შეხვედრები სხვადასხვა მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და დაიგეგმება შემდგომი ნაბიჯები პროექტების განსახორციელებლად.
სიუჟეტები ახალგაზრდული ფორუმის ჩატარების შესახებ გაშუქდა ტელეკომპანია „აჭარის“ და “TV25” საინფორმაციო გადაცემებში.