ახალგაზრდული ფორუმი გურიაში

2013 წლის 21 აპრილს გურიის ახალგაზრდულმა რესურსცენტრმა ახალგაზრდულ ფორუმს უმასპინძლა. ფორუმი ჩატარდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში და მასში პროექტის 33 მიზნობრივი სკოლის 33 მოსწავლე და 6 სამოქალაქო განათლების პედაგოგი მონაწილეობდა. ფორუმის მიზანი იყო ახალგაზრდების აქტიური ჩართვა  თემებში არსებული პრობლემების გამოვლენისა და მათი გადაჭრის გზების ძიების პროცესში. მონაწილეები 6 სამუშაო ჯგუფში 8 სხვადასხვა სფეროზე მუშაობდნენ მხარდამჭერ ფასილიტატორ პედაგოგთან ერთად. ფორუმის დასასრულს მათი აქტიური მონაწილეობით 8 საპროექტო იდეა შემუშავდა, რომელთა განხორციელება დაგეგმილია ადგილობრივ თვითმმართველობასთან აქტიური თანამშრომლობით. ფორუმის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო სესია, რომელზედაც თითოეულმა ჯგუფმა მოახდინა პროექტების წარდგენა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისათვის მათი მხარდაჭერისა და ინტერესის მოპოვების მიზნით. უნდა აღინიშნოს, რომ თვითმმართველობის წარმომადგენლები დიდი აქტიურობით ვერ გამოირჩეოდნენ, თუმცა გურიის სამივე მუნიციპალიტეტში უახლოეს დღეებში დაგეგმილია  შეხვედრები პროექტების საინიციატივო ჯგუფებსა და თვითმმართველობის წარმომადგენელ პასუხისმგებელ პირებს შორის, სადაც დეტალურად განიხილება თანამშრომლობის შესაძლებლობები.
ღონისძიებას თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა ადგილობრივი მედია.