„სამოქალაქო ინიციატივების“ ვიქტორინის პირველი შეკითხვა

 

„სამოქალაქო ინიციატივები“ ანახლებს ვიქტორინას და გთავაზობთ პირველ კითხვას. 3 დღის განმავლობაში სულ 5 შეკითხვა დაისმევა. გამარჯვებული გახდება კონკურსანტი, რომელიც კითხვებს ყველაზე მეტ სწორ პასუხს გასცემს. კითხვები ეხება სამოქალაქო განათლებას. გამარჯვებული დაჯილდოვდება საინტერესო პრიზით.

ვიქტორინის პირველი კითხვა:

რა ეწოდება პროცესს, რომლის დროსაც მსოფლიო მასშტაბით კულტურებს შორის, ასევე სხვა სოციალურ ურთიერთობებში საზღვრის მნიშვნელობა მცირდება და ურთიერთდამოუკიდებელს ხდის საზოგადოებებსა და ქვეყნებს?

ვიქტორინაში მონაწილეობის წესები:

·        კითხვაზე პასუხის გასაცემად გადადით „სამოქალაქო ინიციატივების“ Facebook-ის გვერდზე  -https://www.facebook.com/civicinitiatives და პასუხი კითხვის კომენტარის ველში ჩაწერეთ;

·        პასუხი უნდა იყოს კონკრეტული და სრულად ასახავდეს კითხვის შინაარსს;

·        განხილული იქნება კონკურსანტის მიერ გაცემული მხოლოდ ერთი პასუხი, კერძოდ პირველი.

გისურვებთ წარმატებებს!