სამოქალაქო განათლების საუკეთესო პედაგოგის ტიტულის მფლობელი ლადო აფხაზავა

2013 წლის 12 მარტს სოფელ ჩიბათის (გურიის რეგიონი) საშუალო სკოლაში ღია გაკვეთილი ჩატარდა, რომელსაც სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ლადო აფხაზავა უძღვებოდა. 
 
ჩაბათის სასკოლო სამოქალაქო კლუბი გამოირჩევა  აქტიური საქმიანოით, მოსწავლეებმა არაერთხელ განახორციელეს საინტერესო აქტივობა და მცირე გრანტის პროექტი. წარმატებული საქმიანობისათვის კლუბი დაჯილდოვდა პროგრამისგან საოფისე ტექნიკის სრული ნაკრებით. ყოველივე ამას სამოქალაქო განათლების პედაგოგის ძალისხმევა, დიდი ინტერესი და ენთუზიაზმი უდევს საფუძვლად. 2012 წლის სალოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმზე ლადო აფხაზავა  სამოქალაქო განათლების საუკეთესო პედაგოგის (გურიის რეგიონში) ტიტულის  მფლობელი გახდა.
 
ღია გაკვეთილი, მე-9 კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ, გამოყენებული იყო დამხმარე სახელმძღვანელო „მე აქტიური მოქალაქე“. გაკვეთილის თემა იყო - რა არის დემოკრატია და რას ნიშნავს დემოკრატიოული საზოგადოება. 
გაკვეთილი იყო დინამიური და მეთოდურად გამართული - გაკვეთილზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემის საჭიროებების კვლევის შედეგები, გააკეთეს კვლევის ანალიზი, გამოყვეს პრიორიტეტები და დასახეს სამოქმედო გეგმა. საინტერესოდ იყო ახსნილი ახალი მასალა. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ჯგუფურ მშაობაში და სავარჯიშო  აქტივობებში.  გაკვეთილის ბოლის პედაგოგმა მოსწავლეები შეაფასა და შედეგები შეაჯამა.
 
ღია გაკვეთილს ესწრებოდნენ გურიის რეგიონის სამოქალაქო განათლების პედაგოგები, PH International-ის, გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრის წარმომადგენლები, სამოქალაქო განათლების ფორუმის კოორდინატორი და სკოლის ადმინისტრაცია. მონაწილეებმა გაკვეთილი დადებითად შეაფასეს და ლადო აფხაზავას სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი გადასცეს.
 
წარმატებებს გისურვებთ ლადო!