თბილისის #42 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „კაპრედიემის“ წარმატება

თბილისის #42 საჯარო სკოლის სამოქალაქო  კლუბის „კაპრედიემის“ მიერ მომზადებული პროექტი „გახდი გარემოს დამცველი“ ახალგაზრდული სამეცნიერო-შემეცნებითი კონფერენცია-კონკურსის Formula x-ის ფინალისტებს შორის მოხვდა. კონფერენცია ჩატარდა TBC -ს საგამოფენო დარბაზში 2013 წლის 3, 4 და 5 აპრილს.

პროექტი მიზნად ისახავს ვებ-გვერდის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების მიერ გარემოს დაცვის შესახებ ინიციატივების განვითარებასა და განხორციელებას. საიტის სავარაუდო სახელი www.epa.ge (Environmental Protection Activist) იქნება და მასზე სისტემატიურად აიტვირთება ვიდეო-სემინარები და სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსი. პროექტის მომზადებაში მონაწილეობა მიიღო კლუბ კარპედიემის 5-მა წევრმა.

არაბთა გაერთიანებული საემიროს ერთ-ერთმა საინჟინრო კომპანიამ, რომელიც კონკურსს ესწრებოდა, პროექტის დაფინანსების სურვილი გამოთქვა.   კლუბ „კარპედიემის“ პროექტმა გარემოს დაცვის მინისტრიც დააინტერესა. გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო კლუბის წევრებს საიტზე ასატვირთი მასალებით უზრუნველოყოფას დაჰპირდა. ამა წლის 12 აპრილს დაიგეგმა პროექტთან დაკავშირებული პირველი სამუშაო შეხვედრა.