„თეთრი მონობა 21-ე საუკუნეში“

თბილისის #71 სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა და მათმა ხელმძღვანელმა პედაგოგმა ეკა თაბუაშვილმა განახორციელეს მცირე გრანტის პროექტი „თეთრი მონობა 21-ე საუკუნეში“, რომლის მიზანი იყო ტრეფიკინგის შესახებ საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება. პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა საინფორმაციო ბუკლეტები, ჩატარდა ღონისძიება - კონფერენცია ტრეფიკინგის თემაზე. კონფერენციას  უძღვებოდნენ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი ლევან კვირკაია და სამოქალაქო კლუბ "PIF" - ის ხელმძღვანელი მაია გოგუაძე.  შემდეგ,  სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა ტრენინგ ტრეფიკინგის თემაზე.

2013 წლის 5 აპრილს გლდანში, ვარდების რევოლუციის პარკსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა პროექტის დასკვნითი  ღონისძიება. სამოქალაქო  კლუბ "high-five-ის" წევრები დაიყვნენ მცირე ჯგუფებად და გაავრცელეს საზოგადოებაში გრანტის ფარგლებში  ტრეფიკინგის თემაზე გამოშვებული საინფორმაციო ბროშურები და საერთაშორისო ორგანიზაცია IOM-ის მიერ დაბეჭდილი ბუკლეტები. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო კლუბის 30 წევრმა.