სამოქალაქო კლუბის ,,მწვანე დღეები’’ უმაღლეს სამთავრობო სტრუქტურებთან ერთად

 ქუთაისის №25 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა წერილობით მიმართეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს გიორგი ცაგარეიშვილს, რათა გამწვანების აქციისათვის მათთვის ნერგები გამოეყოთ. ბატონმა ცაგარეიშვილმა გამოთქვა სურვილი სამოქალაქო კლუბის წევრებს თავად შეხვედროდა და  მათ მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში აქტიური  მონაწილეობა მიეღო.  უფრო მეტიც, კომიტეტის თავმჯდომარემ მიიღო სამოქალაქო კლუბის შეთავაზება  ქუთაისის №25 საჯარო სკოლასა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს შორის თანამშრომლობის მომორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით.

სამოქალაქო კლუბის წევრებმა ასევე წერილობით მიმართეს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს გამწვანების აქციისათვის  საჭირო ინვენტარის გამოყოფასთან დაკავშირებით. კლუბის წევრებმა საჭირო ინვენტარის გარდა  ამავე სამსახურიდან მიიღეს რეკომენდაციები და ნებართვა, თუ სად უნდა დაირგოს  გამოყოფილი ნერგები.

 2 აპრილს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტსა და ქუთაისის №25 საჯარო სკოლის  სამოქალაქო კლუბს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც  სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და ეკოაქციების ერთობლივ განხორციელებას გულიხმობს.    მემორანდუმზე ხელმოწერა საქართველოს პარლამენტში შედგა. ამ პროცესს გარემოს დაცვის  მინისტრი ხათუნა გოგალაძე, მინისტრის მოადგილეები,  საპარლამენტო კომიტეტის წევრები, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე, ქუთაისის #25 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები და ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე  მიესალმა სამოქალაქო კლუბის წევრებს და მადლობა გადაუხადა ბუნებაზე ზრუნვისთვის, ხოლო პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ცაგარეიშვილმა კიდევ ერთი იდეა გაახმოვანა :  ,,ქუთაისის №25 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მაგალითზე, ჩვენ გვსურს,  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში ჩართული  საქართველოს აქტიური საჯარო სკოლებისათვის საპარლამენტო კომისიამ ჩაატაროს  სემინარი ეკოლოგიის თემაზე და აქტიურად ჩავრთოთ მოსწავლეები ყველა ჩვენს მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში. ‘’

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ სამოქალაქო კლუბის წევრებმა კომიტეტის თავმჯდომარესთან, წევრებთან, მინისტრთან და ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად    გამწვანების აქცია ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე - ქუთაისის №25 საჯარო სკოლაში, გაბაშვილის სახელობის  და მოსწავლე ახალგაზრდობის პარკებში განახორციელეს.

სამოქალაქო კლუბმა  ამ ინიციატივის ფარგლებში ,,მწვანე ყუთები’’, წერილობითი თანხმობის საფუძველზე, საკუთარ სკოლასა და ქუთაისის აკაკი წერეთილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც განალაგეს, მაკულატურის ჩაბარებიდან შემოსულ თანხას, ისევ ბუნების ადვოკატირების  ღონისძიებებისთვის გამოიყენებენ, რომლებსაც ,,მწვანე დღეების’’ ფარგლებში ისევ პარლამეტის  კომიტეტთან თანაშმრომლობით გეგმავენ.   

ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი