ტრენინგი ახალგაზრდული ფორუმის ჩატარების საკითხებზე

2013 წლის  6-7 აპრილს, სასტუმრო „ვერა პალასში“ სამოქალაქო განათლებისა  და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში გაიმართა პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების ტრენინგი ახალგაზრდული ფორუმის ჩატარების საკითხებზე.
ტრენინგს უძღვებოდნენ ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის წარმომადგენლები - ლიკა კილაზე, ნათია ნამიჭეიშვილი.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო განათლებისა  და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების 36-მა წარმომადგენელმა.
ტრენინგზე განხილული იქნა ახალგაზრდული ფორუმის ჩატარების საკითხები, დამტკიცებული სამოქმედო გეგმა და არსებული გამოცდილება.  განხორციელდა პრაქტიკული სავარჯიშოები მცირე სამუშაო ჯგუფებში. ტრენინგზე წარმოდგენილი იყო ფორუმის ჩატარების სიმულაციები და წარმატებული პროექტების მაგალითები.
ა.წ. აპრილის ბოლომდე  ახალგაზრდული ფორუმი ჩატარდება საქართველოს  ყველა რეგიონში.