სამოქალაქო კლუბის წევრებმა თემის პრობლემა მოაგვარეს გორში

გორის მე-12 საჯარო  სკოლის სამოქალაქო კლუბისერთობის  წევრებმა, თემის პრობლემის მოგვარების მიზნით,  წერილობით მიმართეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს  ბატონ დავით რაზმაძეს.   დასახლებაში, სადაც  სკოლის მოსწავლეები ცხოვრობენ,  ცენტრალურ ქუჩაზე  არ იდგა ნაგვის ბუნკერები და ქუჩას არ ემსახურებოდა ნაგვის მანქანა, ხშირად ნაგავი იყრებოდა  მდინარეში, რომელიც ქუჩის გასწვრივ ჩამოედინება,  ან ტროტუარზე.  კლუბის წევრებმა წერილში ბატონ დავითს სთხოვეს დახმარება გაეწია აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში.

წერილი განიხილეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და  გამგეობამ და გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურმა.

დღეისათვის   სამოქალაქო კლუბის ინიციატივა წარმატებით დასრულდა და გორის მუნიციპალიტეტმა საკითხი დადებითად გადაწყვიტა. ჯუღაშვილის ქუჩაზე დაიდგა ნაგვის ბუნკერები და რეგულარულად დადის ნაგვის მანქანა, თემის ამ  პრობლემის მოგვარებას კი სამოქალაქო კლუბისერთობისწევრები საკლუბო მუშაობის ერთ-ერთ დიდ  წარმატებად მიიჩნევენ.