საქართველოში პირველი ინგლისური ენის მართლწერის კონკურსში გამოვლინდა ორი გამარჯვებული

 

თბილისი, საქართველო, 2013 წლის 1 აპრილი  —  არ არსებობს იმაზე უკეთესი გზა, წარმატების მისაღწევადგანათლებაში, როგორიცაა – ისწავლო მართლწერა. 34-მა არაჩვეულებრივმა მოსწავლემ საქართველოს ცხრა რეგიონიდან, ქვეყნისათვის პირველ, ინგლისური ენის მართლწერის კონკურსში მონაწილეობით წარმატებას მიაღწია.თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის, რიკო კრედიტის და World Vision საქართველოს მიერ დაფინანსებულ   ღონისძიებას ესწრებოდა დაახლოებით 200 ადამიანი - მოსწავლეების ოჯახის წევრები, პედაგოგები და  მხარდამჭერები.

ინგლისური ენის მართლწერის კონკურსი კომიტეტის წევრების - გას დევიდსონისა და ილია ზუკაკიშვილის მისასალმებელი სიტყვით დაიწყო. წესებისა და ინსტრუქციების სწაფი განხილვის და ამ წლის ჟიურის წევრების– მაიკლ ტერნერის (აშშ–ს საელჩო), პამ ქემსლის (ETI), სიუ მილერისა (მშვიდობის კორპუსი, საქართველო) და დავით დოფიძის (FLEX) გაცნობის შემდეგ, კონკურსი დაიწყო.

პირველად შეეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს XIII-IX კლასის მოსწავლეებმა, ისეთი სიტყვების მართლწერაში, როგორებიცაა: thyme, stoic, quotient. შემდეგ კონკურსი უფრო გართულდა და მონაწილეების რაოდენობა განახევრდა. საბოლოოდ მხოლოდ სამი მონაწილე ეჯიბრებოდა ერთმანეთს. სოფო ციკოიძის (ქუთაისიდან) მიერ სწორი მართლწერით წარმოთქმულმა სიტყვამ verisimilitude, (დამაჯერებლობა), მას გამარჯვება მოუტანა. ფინალისტს გამარჯვებამდე  27 რაუნდის გადალახვა დასჭირდა. მეორე ადგილი წილად ხვდა თათია კახეთელიძეს ხაშურიდან, მესამე კი დიანა ბაბილოიანს–ახალციხიდან.

მე–8 და მე–9 კლასის კონკურსის დასრულების შემდეგ შესვენებაზე ყველა მიწვეულ იქნა ალაფურშეტზე ფოიეში, სადაც შესაძლო იყო ინგლისური ენის მართლწერის კონკურსის სპონსორებთან და მხარდამჭერ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა. შესვენების დროს ასევე, ჩატარდა ლატარეა და გათამაშდა ქართულ–ინგლისური ენის ლექსიკონები.

შემდეგ, სცენაზე მე–10 და მე–12 კლასის მოსწავლეებმა ისეთი სიტყვების მართლწერით, როგორებიცაა–asphyxiate, kaleidoscope და xenophobia, დაამტკიცეს თავიანთი უპირატესობა. გასაოცარი ის იყო, რომ  ბოლო სამმა ფინალისტმა ისე პროფესიონალურად იცოდა ყველა სიტყვის მართლწერა, რომ ჟიური შეშინდა კიდეც,  სიტყვების მარაგი არ ამოწურვოდათ. საბედნიეროდ, ასე არ მოხდა, და გამარჯვებული გამოვლინდა.  ორმა კონკურსანტმა დაუშვა შეცდომა მართლწერაში.  ამ წლის მე–10, მე–12 კლასის ჩემპიონი გახდა ნანა ღონღაძე თბილისიდან, რომელმაც 42  რაუნდს გაუძლო. მან სწორედ დამარცვლა სიტყვა bicentennial(ორას წელიწადში ერთხელ განმეორებული),  და მოიპოვა გამარჯვება. მეორე ადგილი ერგო თამარ მჭედლიშვილს თეთრიწყაროდან, მესამე ადგილი კი წილად ხვდა ანი ტალახაძეს კვიბისიდან.

კონკურსის დასრულების შემდეგ, ამერიკის საელჩომ ორივე გამარჯვებული Apple–ის iPad–ით დააჯილდოვა, მეორე ადგილზე გასულებს Apple–ის iPod–ი ხვდა წილად, მესამე ადგილზე გასულებს კი ინგლისურ – ქართული ლექსიკონები და ენციკლოპედიები.

მოგვიანებით, იმავე საღამოს,  თითოეული მონაწილის მიღწევების აღსანიშნავად გაიმართა მიღება აშშ–ს ელჩის, რიჩარდ ნორლანდის რეზიდენციაში, მოსწავლეების, მასწავლებლების, ჟიურის წევრების, სპონსორებისა და მოხალისეებისათვის. ელჩმა სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს, ხოლო  თითოეულ ფინალისტს გადასცა სერთიფიკატები ფინალურ ეტაპზე გადასვლისათვის. 

ღონისძიებამ – „საქართველოს მართლწერის შესაძლებლობა“, შესაძლოა ასევე კარგად იმოქმედოს სწრაფად განვითარებად და დემოკრატიზირებად საქართველოზე, რომელიც ჩვენ ასე ძალიან გვიყვარს. მან წარმოაჩინა ბრწყინვალე ქართველი მოსწავლეების უდიდესი შრომა და მშვიდობის კორპუსის  თავდადებული მოხალისეებისა და მასწავლებლების მხარდაჭერა. ჩვენ ვართ როგორც მათი, ასევე სპონსორების მადლიერები. რადგან, მათ შეძლეს, რომ ეს კონკურსი შემდგარიყო“ თქვა, რიჩარდ ნორლანდმა.

ინგლისური ენის მართლწერის კონკურსის კომიტეტის წევრი გას დევიდსონი ხოტბას ასხამს თითოეულ მოსწავლეს იმისათვის, რომ მათ აქვთ ურთულესი სიტყვების მართლწერის უნარი. ყველა მონაწილემ უკვე გაიმარჯვა რეგიონალურ კონკურსში, ამგვარად, ამ კუთხით, ისინი უკვე ჩემპიონები არიან. მართლწერა უცხო ენაში, არის უკიდურესად რთული რამ, რაც ცხადყოფს, რომ ეს მოსწავლეები არიან ძალიან ნიჭიერი და მოტივირებულები.

გენერალური სპონსორები და პრიზების ავტორები: თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, რიკო კრედიტი,  World Vision საქართველო, ამერიკის მეგობართა კლუბი, McCann Erickson საქართველო, McDonald’s–ი, რუსთაველის სახელობის კინოთეატრი,  ქართულ–ამერიკული უმაღლესი სკოლა და დაწყებითი სკოლა, ბრიტანული საერთაშორისო სასწავლო ცენტრი ETI, საქართველოს ბრიტანეთის საბჭო და ამერიკის საელჩო. მათ შესაძლო გახადეს ინგლისური ენის მართლწერის ეროვნული კონკურსის ჩატარება. 

# # #

ინგლისური ენის მართლწერის კონკურსი დაფუძნდა 2012 წელს, რათა დააჯილდოვოს სტუდენტები და მასწავლებლები თავიანთი შრომისათვის და იზეიმოს მათი მიღწევები საზოგადოებრივი ფორმით. ღონისძიებას მართავს ინგლისური ენის მართლწერის ეროვნული კონკურსის კომიტეტი, რომელიც შედგება საქართველოს მასშტაბით მოხალისეთა ჯგუფისაგან. კომიტეტი ცდილობს ინგლისური ენის შესწავლის გამოცდილების გაუმჯობესებასა და სწავლისადმი მოტივაციის ამაღლებას. ინგლისური ენის მართლწერის ეროვნული კონკურსის კომიტეტი თანამშრომლობს ყველა დაინტერესებულ მხარესთან. მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამთავრობო პირებთან, სკოლებთან და კერძო სექტორთან. აღსანიშნავი პარტნიორები და მხარდამჭრები არიან: თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, რიკო კრედიტი,  World Vision საქართველო, ამერიკის საელჩო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს მშვიდობის კორპუსი, ბრიტანული საერთაშორისო სასწავლო ცენტრი ETI, ბრიტანეთის საბჭო, და ამერიკის მეგობართა კლუბი. 

ღონისძიების და იმის  შესახებ, თუ როგორ მივიღოთ მონაწილეობა ინგლისური ენის მართლწერის კონკურსში მომავალ წელს, ეწვიეთ ვებ გვერდს:  spellingcompgeorgia.tumblr.com.