საქველმოქმედო აქცია ცაგერში

ცაგერის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა ''ნერგებმა'', მიმდინარე წლის 28 თებერვალს ჩაატარა საქველმოქმედო აქცია-კონცერტი ''ხელი-ხელს, გული-გულს'', რომელიც მიმართული იყო 10 წლის მოზარდის სიცოცხლის გადასარჩენად, რომელსაც  ძვირადღირებული მკურნალობა ესაჭიროება.
 
''ნერგებმა'' მოზარდის დახმარების მიზნით, გააერთიანეს სხვადასხვა საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბები და ერთიანი ძალით ჩაატარეს საქველმოქმედო აქცია-კონცერტი.
 
28 თებერვალს, დღის პირველი ნახევარი დაეთმო საქველმოქმედო შემოწირულობის შეგროვებას, კერძოდ, კლუბის წევრები, საკუთარი ხელით დამზადებული შესაწირი ყუთებით, მოძრაობდნენ ორგანიზაციებსა თუ საზოგადოებაში, რომლებიც ამ აქციის შესახებ ინფორმირებული იყვნენ კლუბის წევრების მიერ დარიგებული საინფორმაციო ბუკლეტების საშუალებით. დღის მეორე ნახევარი დაეთმო საქველმოქმედო კონცერტს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა, კულტურის სახლთან არსებულმა სიმღერისა თუ ცეკვის ანსამბლებმა და მომღერლებმა, რომლებიც უდიდესი სიამოვნებით დათანხმდნენ ამ დიდ საქმეში წვლილის შეტანაზე. ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო და შემოწირულობითა და ბილეთების გაყიდვით შემოსულმა თანხამ 2660 ლარი შეადგინა, რომელიც მოზარდის ანგარიშზე გადაირიცხა.
 
კონცერტში მონაწილეობდნენ: ცაგერის, ბარდნალის, ქვ. ცაგერის, ოყურეშის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბები, დაახლოებით 150 მოსწავლე.