მათ განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ

2013 წლის  28 მარტს, რ. შაჰინის სახელობის სკოლა - ლიცეუმის  და # 9 საჯარო სკოლის სამოქალქო კლუბების  ინიციატივით ქ. ბათუმში პრესკაფეში მოეწყო შეხვედრა ქ. ბათუმის დღის ცენტრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დედებთან. შეხვედრის მიზანი მათ მიმართ თანადგომის გამოხატვა  და ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო. 
 
შეხვედრაზე  მოსწავლეებმა მშობლებს მიაწოდეს   ინფორმაცია ქალთა უფლებებზე. ასევე ისაუბრეს ოჯახურ ძალადობაზე და გენდერულ თანასწორობაზე.    მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ქალებს შეუძლიათ მიაღწიონ მიზანსდა ამის დამადასტურებელად  აჩვენეს ფილმი, რომელიც წარმატებული ქალების შესახებ. 
შეხვედრაზე  მოწვეული იყო ფსიქოლოგი,  მარიამ სტეფნაძე. როგორც მან აღნიშნა მოსწავლეების მიერ ორგანიზებული  შეხვედრა საკმაოდ მნიშვნელოვანია მშობლებისთვის, რადგან მიღებული ინფორმაციის შემდეგ ისინი უფრო მეტად გაითავალისწინებენ და დაიცავენ საკუთარ უფლებებს. შეხვედრის მთავარი მესიჯი ის იყო, რომ არ შევეგუოთ ჩვენს გარშემო არსებულ ძალადობას, უთანასწორობას, თამამად გამოვხატოთ საკუთარ აზრი და არ შევუშინდეთ პრობლემას და ვიბრძოლოთ მისი მოგვარებითვის. 
შეხვედრას ასევე ესწრებოდა მშვიდობის კორპუსის მოხალისე რიჩარდ ლეტენდრე, რომელმაც  ახალი ინფრომაციით მიმართა მშობლებს. ინფორმაცია ეხებოდა  რესურს ცენტერბის შექმნას რეგიონებში, რომელიც გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლებისთვის. აღნიშნულ საკითხზე მუშაობენ მშვიდობის კორპუსის მოხალისეები და დაპირდა პარტნიორი ორგანიზაციის საშუალებით, ყველა ახალ ინფრომაციას ცენტრების შექნმნის შესახებ მშობლებს აუცილებლად მიაწოდებს. 
შეხვედრის ბოლოს, კლუბის მოსწავლეებმა მონაწილეებს მარტის თვის ქალთა დღესასწაულები მიულოცეს,   წარმატებები უსურვეს და ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.
შეხვედრას უძღვებოდა კლუბების 8 მოსწავლე. მონაწილეობა მიიღო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების 15 მშობელმა. 
შეხვედრის ორგანიზება უზრუნველყო ბაუმის განათლების განვიათარების და დასქმების ცენტრმა.