მარნეულის #8 სკოლის სამოქალაქო კლუბის ინიციატივით სკოლის წინ გადასასვლელი მოწესრიგდა

მარნეულის #8 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა თემის პრობლემების კვლევისას გამოკვეთა ერთ-ერთი - სკოლის წინ არ არსებობდა არც შუქნიშანი და არც ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი, ამიტომ მშობლებს და ბავშვებს ხანგრძლივი ლოდინი უწევდათ გზაზე გადასასვლელად. ხშირად ფეხით მოსიარულე  მოქალაქეებიც არ იცავენ მოძრაობის წესებს და ამით საფრთხეს უქმნიან მძღოლებს და საკუთარ თავსაც.

სამოქალაქო კლუბმა წერილობით მიმართა ადგილობრივ თვითმმართველობას, სკოლის წინ გადასასვლელის მოწესრიგებასთან დაკავშირებით. 

2013 წლის 20 მარტს სკოლის წინ მოეწყო გადასასვლელი, დაიხაზა შესატყვისი თეთრი ხაზები. შედეგად სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები უკვე უფრო დაცულნი არიან გზაზე გადასვლისას.

ინიციატივის წარმატებით დასრულებამ სტიმული მისცა კლუბის წევრებს და ისინი უკვე მომდევნო ინიციატივებზე აგრძელებენ მუშაობას.