ვიზიტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში

2013 წლის 29 მარტს, ბათუმის #14 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ესტუმრნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს და შეხვდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს  ავთანდილ ბერიძეს  და ვიცე - სპიკერს დავით ბაციკაძეს.
მასპინძლებმა შეხვედრაზე  მოსწავლეებს უმაღლესი საბჭოს საქმიანობის პრინციპები გააცნეს, ისაუბრეს იმ პროცესებზე, რომელიც კანონშემოქმედებით საქმიანობას ითვალისწინებს და უპასუხეს მოსწავლეების შეკითხვებს მათ პოლიტიკურ საქმიანობაზე. მოსწავლეებმა მოკლედ გააცნეს მათი კლუბის საქმიანობა და კანონმდებლებს სასკოლო სპორტული მოედნის რეაბილიტაციისათვის მხარდაჭერა სთხოვეს. ავთანდილ ბერიძე და დავით ბაციკაძე მათ შესაბამის უწყებებთან შუამდგომლობას დაპირდნენ. 
საბჭოს თავჯდომარემ აღნიშნა, რომ მოსწავლეების ასეთი აქტიურობა ძალიან კარგია, რადგან ის,რომ ისინი ინტერსდებიან ქვეყანაში და მათ თემში არსებული პრობლემებით და ცდილობენ მათ მოგვარებას,   დიდი წინაპირობაა იმის, რომ აქტიურ და წარმატებულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ.  უმაღლესი საბჭოს საქმიანობის უკეთ გაცნობის მიზნით თავჯდომარემ მოსწავლეებს  პლენარულ სხდომებზე დასწრება შესთავაზა.     

მოსწავლეებმა დაათვალიერეს შენობა, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის, ვიცე-სპიკერის, ბიუროს, კომისიების, ფრაქციების, დეპარტამენტების, პრესსამსახურის კაბინეტები. სტუმრები ყველაზე მეტად ტბელ აბუსერისძის სახელობის სხდომათა დარბაზით დაინტერესდნენ და მცირე ხნით დეპუტატების სავარძლებიც დაიკავეს.

უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელებმა მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და მათთან ერთად  სურათები გადაიღეს.

ვიზიტზე იმყოფებოდა კლუბის 10 წევრი და მათი კოორდინატორი  პედაგოგი. შეხვედრა გაშუქდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის მიერ.
http://www.sca.ge/index.php?lang_id=geo&sec_id=218&article_id=687