სასწავლო ვიზიტი იმერეთის სამოქალაქო კლუბის წევრებისთვის

2013 წლის 23 მარტს, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების  ცენტრის ინიციატივით იმერეთის პროგრამის სამიზნე სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრებისათვის მოეწყო სასწავლო ვიზიტი თბილისში. 
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს ლუდსახარში ,,ნატახტარი’’, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. 
ლუდსახარშ ,,ნატახტარში’’ მოსწავლეები გაეცნენ ქარხნის მუშაობას, ლუდისა და ლიმონათის ჩამოსხმის ტექნოლოგიას. შემდეგ სამოქალაქო კლუბის წევრები პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ეწვივნენ. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ბიბლიოთეკის შენობა, გაეცნენ ბიბლიოთეკის ისტორიას, შეხვდნენ პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს გიორგი კეკელიძეს, რომელთანაც საინტერესო დისკუსია გაიმართა. 
დღის ბოლოს მოსწავლეებმა დაათვალიერეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შენობა  და  გაეცნენ სამინისტროს მუშაობის სპეციფიკას. შეხვდნენ ნოტარიატის და რეგისტრაციის სამმართველოს უფროსს დავით მაისურაძეს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს სხვა თანამშრომლებთან ერთად  მოსწავლეებს ესაუბრა  არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამაზე. 
სასწავლო ვიზიტში იმერეთის რეგიონის  საჯარო სკოლის 20 სამოქალაქო კლუბის წევრი იღებდა მონაწილეობას. 
ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი