უსაფრთხო ხიდი აცანაში

 სოფელ აცანის (გურიის რეგიონი) საჯარო სკოლის მოსწავლეები და თემის წევრები ამავე სოფლის, ვაშნარის უბნის ხიდის შესაკეთებლად გაერთიანდნენ. არსებული ხიდის გაუმართავი მოაჯირი დიდ საფრთხეს უქმნიდა სოფლის მოსახლეობას, განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებს და სკოლის დანარჩენ მოსწავლეებს. 

2013 წლის 12 მარტს  სოფელ აცანის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა  უფროს თაობასთან ერთად  მონაწილეობა მიიღეს ხიდის მოაჯირის შეკეთებაში.  მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით ხიდის მოაჯირს შემოავლეს ფოლადის სქელი მავთული. საჭირო მასალა კლუბმა ინიციატივის განხორციელებისათვის გამოყოფილი  თანხით შეიძინა.  

ეს კლუბის ერთ-ერთი წარმატებული ინიციატივაა, რომელიც თემის წევრებთან თანამშრომლობით განხორციელდა და მასში 30 ადამიანი მონაწილეობდა, ხოლო უსაფრთხო ხიდით კი 100-მდე ადამიანი ისარგებლებს ყოველდღიურად.