,,ჩვენი კლუბი - ჩვენი ერთობა“

მცხეთის #2 საჯარო სკოლის სასკოლო სამოქალაქო კლუბმა ,,ახალი ხედვა“  მცირე გრანტის ,,ჩვენი კლუბი - ჩვენი ერთობა“  პროექტის ფარგლებში, რომელიც კლუბის განვითარებას ისახავდა  მიზნად, განახორციელა სხვადასხვა აქტივობები:  მოეწყო შეხვედრა რაიონის გამგებლის მოადგილესთან, სადაც იმსჯელეს თემისა და სკოლის პრობლემებზე, დაიდგა ,,იდეების ყუთი“, რომელიც პრობლემებს და ინიციატივებს უყრიდა თავს.  აქედან შეირჩა სამი ინიციატივა:  საფრენბურთო მოედნის მშენებლობა; სკოლის  ეზოს შემოღობვა;  მიკრო ავტობუსის დანიშვნა მოსწავლეებისათვის.  ეს ინიციატივები მცხეთის საკრებულოში წარადგინეს და ერთერთ  ინიციატივას - მიკროავტობუსის საკითხს მსვლელობა მიეცა. პროექტის ფარგლებში შეიძინეს ,,ნოუთბუქი“ და ფოტო აპარატი, რომელსაც მოსწავლეები საკლუბო საქმიანობაში იყენებენ.
ამავე პერიოდში კლუბმა მოაწყო პოეზიის საღამო და მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო ღონისძიებაში. დასასრულს გაიმართა პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც კლუბის მეურვე პედაგოგმა ანა იმერლიშვილმა და კლუბის წევრებმა პროექტის შედეგები შეაჯამეს და აღნიშნეს, რომ იდეების ყუთი კვლავ გააგრძელებს ფუნქციონირებას, შეძენილ ტექნიკას კი მომავალ საქმიანობაში გამოიყენებენ. რაც მთავარია, ამ აქტივობებით, კლუბის წევრებმა აიმაღლეს ისეთი უნარ-ჩვევები, როგორიცაა თვითმმართველობასთან თანამშრომლობა, გუნდური მუშაობა, პრობლემის კვლევა. 
ინფორმაცია პროექტის შესახებ განთავსდა ბლოგების კონკურსში გამარჯვებული ბლოგერის ირაკლი ტოგონიძის საკლუბო ბლოგზე (akhalikhedva.wordpress.com).
ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტი