სამოქალაქო კლუბების წევრების ინიციატივით ფეხით მოსიარულეთა გზა აშენდა

კახეთის რაიონის სოფელ გიორგეთში, სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით, თემში არსებული სერიოზული პრობლემის მოგვარება შესძლეს. დიდი ხნის განმავლობაში სკოლისაკენ მიმავალ გზას  არ ჰქონდა საფეხმავლო ბილიკი, რაც საფრთხეს უქმნიდა იქ მოსიარულე მოსწავლეებს, მასწავლებლებს და ადგილობრივ მოსახლეობას.

კლუბის წევრები შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და თემში არსებული პრობლემა და მასთან დაკავშირებული რისკები განიხილეს. შედეგად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაიზიარა კლუბის წევრების თხოვნა და 2 კვირის შემდეგ სკოლისაკენ მიმავალი  გზის რეკონსტრუქცია და  საფეხმავლო გზის მშენებლობა დაიწყო.  მოსწავლეთა ინიციატივის შედეგად, სოფელ გიორგეთში დაახლოებით 500-ზე მეტი თემის წევრი სარგებლობს ახალი, უსაფრთხო გზით.