აქცია „მწვანე ინიციატივა“

2013 წლის 15 მარტს, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ინიციატივით და ადგილობრივ ხელისუფლებასთან და თემთან თანამშრომლობით  განხორციელდა აქცია ,,მწვანე ინიციატივა’’. სამოქალაქო კლუბის წევრებმა სოფლის ცენტრალურ გზაზე ქარსაცავი ზოლის აღდგენა ითავეს. 
სამოქალაქო კლუბის წევრებმა წერილობით მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას და სთხოვეს აკაციის ნერგები. ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმებით კლუბის წევრებმა სოფლის ტყიდან 40 ძირი აკაციის ნერგი მოიტანეს და დარგეს სოფლის  ცენტრალურ გზაზე, აქციაში ჩაერთნენ სკოლის მასწავლებლები და კუხის თემის წარმომადგენლები.  
შორენა კუხალაშვილი, კუხის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მენტორი: ,,კლუბის წევრებმა საკუთარ თავზე აიღეს ქარსაცავი ზოლის მოვლა-პატრონობა და დაცვა. მოსახლეობა მოსწავლეთა ამ ინიციატივას სიხარულით შეხვდა.’’ 
ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი