ველო მარათონი და ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე თელავში

2013 წლის 24 მარტს თელავის 5-ე  საჯარო სკოლის სამოქალაქო  კლუბის ინიციატივით ჩატარდა ველო მარათონი, რომელიც მიეძღვნა ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს,  დევიზით - ჯანსაღი ცხოვრების წესი.  მარათონში მონაწილეობდნენ თელავის ყველა პარტნიორი საჯარო სკოლის 8, 9, 10 და 11 კლასის მოსწავლეები. აქციას მხარი დაუჭირა  შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსმა და ადგილობრივი საპატრულო პოლიციის თანამშმრომლებმა, რომლებმაც უზრუნველყვეს მოძრაობის შეზღუდვა ველო მარათონის დროს მოსწავლეების უსაფრთხოების მიზნით. თელავის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის წარმომადგენლებმა  პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეებს მედლები, ხოლო თელავის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა  ფასიანი საჩუქრები გადასცეს. აქცია გაშუქდა ადგილობრივი ტელევიზია „გორდას“ მიერ.