საქველმოქმედო აქცია - დავეხმაროთ ბავშვებს!

თბილისის 122-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო  კლუბის წევრებმა, კლუბის მეურვე  პედაგოგის, სკოლის დირექციისა და მშობლების აქტიური მხარდაჭერით განახორციელეს საქველმოქმედო აქცია ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ბავშვთა სახლის აღსაზრდელთა დასახმარებლად. ბავშვთა სახლში სხვადასხვა ასაკის 70 ბავშვი ცხოვრობს.  მოსწავლეებმა წინასწარ შეისწავლეს ბავშვთა სახლის აღსაზრდელების საჭიროებები.  ასევე კლუბის წევრებმა სკოლის 30 მოსწავლეს ჩაუტარეს ტრენინგი  მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პრობლემებისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის საკითხებზე.  საქველმოქმედო ღონისძიების განხორციელებაში მთელი სკოლა იყო ჩართული, რომლის შედეგადაც შეგროვდა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. სამოქალაქო განათლების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით მოსწავლეებმა შეიძინეს ის ნივთები, რომლებიც ბავშვთა სახლს  ესაჭიროებოდა: ქვაბები, უთო და მადუღარები და ზემოთ აღნიშნული საჩუქრები მიუტანეს ბავშვებს. საქველმოქმედო აქცია გრძელდება და კლუბის წევრები კვლავაც აპირებენ დაეხმარონ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს.