სხვილის მოსწავლეებმა ქალთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს

2013 წლის 8 მარტს  სხვილისის სამოქალაქო კლუბის წევრებმა  ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს სხვილისის თემში ქალბატონებს, რომლებსაც  სოფლის კეთილდღეობისთვის საკუთარი წვლილი აქვთ შეტანილი და დამსახურება აქვთ სოფლის საზოგადოებრივ საქმიანობაში. 
 
სხვილისის საჯარო სკოლის  სამოქალაქო განათლების პედაგოგისა და სამოქალაქო კლუბ „სამშობლოს“ მენტორის  საგუმე ამბარცუმიანის ხელშეწყობით კლუბის წევრებმა  მოინახულეს უხუცესი ქალბატონები,  ერთერთი მათგანი ტერეზა აკოფიანი,  ყოფილი პედაგოგი, რომელიც სხვილის საჯარო სკოლაში 30 წელი  ასწავლიდა  ისტორიას. ქ-ნ ტერეზას ძალიან გაუხარდა ახალგაზრდების სტუმრობა.
 
კლუბის  ინიციატივით  ამ დღეს სოფელ სხვილისის 25  ქალბატონმა მიიღო მილოცვა და  საჩუქარი.