„ახალგაზრდა ჟურნალისტი“ - პროექტის პრეზენტაცია

2013 წლის 11 მარტს ახალციხის #1 საჯარო სკოლაში გაიმართა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მცირე გრანტის პროექტის  „ახალგაზრდა ჟურნალისტის“ პრეზენტაცია. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თანამშრომლობა ადგილობრივ ტელე-რეადიო კომპანია ”მეცხრე არხთან“.
 
ახალციხის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელმა ნინო ნადირაძემ  მოწვეულ სტუმრებს, ახალციხის #2, 5 და 6 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებს და პედაგოგებს გააცნო  თემები, რომლებზეც მოსწავლეებმა ჟურნალისტებთან და ოპერატორებთან ერთად უნდა  მოამზადონ სიუჟეტები.  მომზადებული სიუჟეტების  ნახვის შესაძლებლობა ექნება 150 000- მდე მაყურებელს.   
 
„ჩემი აზრით ეს პროექტი იქნება მდგრადი, რადგან მომზადებული სიუჟეტები  მომავალ თაობებსაც გამოადგებათ, რათა მათ უკეთ შეძლონ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმეების კეთება“- თამარ გოგოლაური, ახალციხის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერი.
 
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობა, ეს დაგვეხმარება იმ პრობლემების მოგვარებაში, რომელიც გამოიკვეთება პროექტის მსველობის დროს“- აღნიშნა მარი მიქელაძემ, ახალციხის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერი.