ვიზიტი ქუთაისის პალამენტში

2013 წლის 6 მარტს ზუგდიდის #9 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები  და  მასწავლებლები ეწვივნენ საქართველოს პარლამენტს, სადაც მოეწყო შეხვედრა დეპუტატებთან ირაკლი ჩიქოვანთან და ეკა ბესელიასთან. მოსწავლეებმა დეპუტატებს კითხვები დაუსვეს მათთვის საინტერესო თემებზე, როგორ მიაღწიეს მათ  ამ წარმატებას და რა დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს   პოლიტიკოსობას. მოსწავლეებმა დეუტატებს გააცნეს სამოქალაქო კლუბების საქმინობა და მიღწეული წარმატებები, რის შემდეგ დეპუტატებმა ისინი მოიწვიეს პარლამენტის სხდომებზე დასასწრებად. მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს პარლამენტის სხდომათა დარბაზი.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 32 მოსწავლემ.