ფოტო და ვიდეო გამოფენა ქალთა თემაზე ქუთაისში

2013 წლის 15 მარტს, ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის №2 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში,  ქალთა თვისადმი მიძღვნილი ფოტო და ვიდეო ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, სახელწოდებით, ,,გონება, ლიგიკა, ინტუიცია, ემოცია’’. 
 
ფოტო გამოფენაში ფოტო სკოლის  მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომელიც პროგრამის ფარგლებში ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრში იანვრის შემდეგ ფუნქციონირებს, მას სოციალური მედიის კოორდინატორი მარიამ ქველიაშვილი ხელმძღვანელობს. 
 
„ფოტო სკოლაში ფოტოს შესახებ უამრავ ინფორმაციას ვიღებ, ჩვენი ერთ-ერთი პრაქტიკული მუშაობა - ფოტო გადაღება ქალთა თემატიკას მიეძღვნა, დღეს ეს ნამუშევრები აქაა წარმოდგენილი და ფოტოები ამბობენ, თუ რა სტატუსი და მდგომარეობა აქვს დღეს ქალს საქართველოში.’’ - განაცხადა ფოტო სკოლის მონაწილემ, ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერმა ანა გურგენიძემ. 
 
ღონისძებაზე ქუთაისის საჯარო სკოლების სამოქლაქო კლუბების მიერ გადაღებული ვიდეო ფილმებისა  და ვიდეო ინტერვიუების  ჩვენებაც მოეწყო. კლუბებმა წარმოადგინეს ფილმები მალალაი ჯოიაზე, რომლიც ავღანელი მწერალი, პოლიტიკოსი და ადამიანის უფლებათა დამცველია. დიანა ციბაძეზე - ჟურნალისტ ქალზე,  რომელიც აფხაზეთის ომის უშუალო მონაწილე იყო და ფეხდაფეხ გადამოიარა ჭუბერის გზა. ასევე ნაჩვენები იქნა ვიდეო ინტერვიუები - პარლამენტარ, პროფესორ და სამედიცინო სფეროში დასახურებულ ქალბატონებთან. 
 
ვიდეო ფილმების ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია ქალთა უფლებების და მისი ადგილის შესახებ საქართველოში. ღონისძებაში ქუთაისისა და ტყიბულის  საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრები მონაწილეობნდენ, სულ 100 მოსწავლე. 

ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი