თურქი მოსწავლეები აჭარას ესტუმრნენ

2013 წლის 9 მარტს ბათუმის #14 საჯარო სკოლის სამოქალქო კლუბის ინიციატივით აჭარას ესტუმრნენ თურქეთის ქ. არხავის სკოლა - ლიცეუმის „ანადოვუსის“ მოსწავლეები. სკოლებს 2010 წლიდან აკავშირებთ მეგობრობა. თურქი  თანატოლების მოწვევა  მიზნად ისახავდა სამოქალქო კლუბის საქმიანობის გაცნობას, მოსწავლეთა შორის  ურთიერთობების განმტკიცებას და დისკუსიას ტოლერანტობის საკითხებზე.  
 
თურქი თანატოლების მოწვევის ინიციატივით, კლუბი „მზიანეთის“ წევრებმა თხოვნით მიმართეს  დახმარებისთვის აჭარის  განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს პირველ მოადგილეს ბ-ნ სულიკო თებიძეს.  შედეგად, სამინისტრომ მხარი დაუჭირა  სამოქალქო კლუბის ინიციატივას და სკოლის დირექციასთან შეთანხმებით დაფარა  ინიციატივით განსაზღვრული  საკონფერენციო დარბაზის, ტრანსპორტირების და კვების ხარჯები. 
შეხვედრა გომარდულის, მაღალმთიანი აჭარის ლამაზ სათხილამურო კურორტზე გაიმართა. 
 
მანანმდე სამოქალქო კლუბის წევრები  სტუმრებთან ერთად დაბა შუახევის საჯარო სკოლის სამოქალქო კლუბს ესტუმრნენ. შუახევის საჯარო სკოლის სამოქალქო კლუბმა "დემოკრატია"  სტუმრებს გააცნო სამოქალქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამოქალაქო კლუბის საქმიანობა, რომელსაც ასევე ესწრებოდა სოფელ ნენიის, ნიგაზეულის და ხიჭაურის საჯარო სკოლების სანიციატივო ჯგუფები. 
შემდეგ, სასტუმრო ”გომარდულის” საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შეხვედრა-დისკუსია ტოლერანტობის და ქართულ-თურქული ურთიერთობის თემაზე. შეხვედრაზე მოსწავლეებმა  ისაუბრეს კეთილ მეგობრული ურთიერთობების დანერგვის და განმტკიცების საკითხებზე, დეგეგმეს აქტივობები სამომავლო თანამშრომლობის დანერგვის მიზნით. 
 
 შეხვედრაზე თურქმა მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ სამოქალქო კლუბები საკმაოდ მნიშვნლეოვან საქმიანობას ეწევიან, რაც ხელს უწყობს მათ აქტიურ მოქალქეებად ჩამოყალიბებას. ასევე ისინი ისურვებდნენ, რომ მათ სკოლებშიც იყოს მსგავსი პროგრამები რაც მათ საშუალებას მისცემდა თანატოლებთან  ერთად განეხორციელებინათ ის მნიშვნელოვანი ინიციატივები და გადაწყვეტილებები, რომელსაც სამოქალქო კლუბები ასე წარმატებით  ახორციელებენ აჭარაში. 
შეხვედრის ბოლოს თურქმა სტუმრებმა მიიწვიეს სამოქალქო კლუბის მოსწავლეები  თურქეთში, ქ. არხავში 20 მაისს, ბავშვთა დღესასწაულზე დასასწრებად.
 
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 50-ზე მეტმა მოსწავლემ და პედაგოგმა.