ქალთა საერთაშორისო დღე ბათუმში

2013 წლის 8 მარტს, ბათუმის #26 საჯარო სკოლის სამოქალქო კლუბის „პოზიტივი“ ინიციატივით  გაიმართა აქცია, რომლის მიზანი იყო მანდილოსნებისთვის  საერთაშორისო ქალთა დღის მილოცვა და ინფორმირება  მათი უფლებების შესახებ.
 
სამოქალქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების ფარგლებში, კლუბის წევრებმა მოამზადეს  მისალოცი ბარათები, ყვავილის  თაიგულები და ბროშურები, რომელიც ასახავდა ინფორმაციას  ქალთა უფლებების  შესახებ. 
 
აქცია „დაიცავით თქვენი უფლებები და იყავით ბედნიერები“ ბათუმის  ბულვარში ჩატარდა. გარდა ამისა კლუბის წევრები  სახლში ესტუმრნენ მათი სკოლის ღვაწმოსილ 84 წლის პედაგოგს, ქ - ნ ვენერა ტუღუშს და მიულოცეს ქალთა საერთაშორისო დღე. გაიხსენეს  მისი ზრუნვა და ღვაწლი სკოლაში მუშაობის პერიოდში. ქ-ნი ვენერა მოსწავლეების  სტუმრობამ ძალიან გაახარა და აღნიშნა, რომ ამ ასაკში  მოსწავლეების ასეთი აქტიურობა   ხელს შეუწყობს მათ  აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. 
 
აქციაში მონაწილეობდა კლუბის 10 წევრი, რომლებმაც ქ. ბათუმის მაცხოვრებელ 100 - ზე მეტ  მანდილოსანს მიულოცეს ქალთა საერთაშორისო დღე.