სამოქალაქო განათლების პედაგოგების წარმატების ისტორია

„სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში“ ჩართული პედაგოგების წარმატების ისტორიას კიდევ ერთი საინტერესო ფურცელი შეემატა. პროგრამის ფარგლებში ტრენინგ გავლილმა პედაგოგებმა მასწავლებელთა სახლის მიერ გამოცხადებული სამოქალაქო განათლების პედაგოგთა კონკურსი წარმატებით გაიარეს და მოიპოვეს უფლება საკუთარი ცოდნა და გამოცდილება თავიანთ რეგიონებში მოღვაწე სამოქალაქო განათლების სხვა პედაგოგებსაც გაუზიარონ. ამჟამად ისინი მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ცენტრში გადიან  სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ტრენერების 90 საათიან ტრენინგს,  რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო განათლების მასწვლებელთა კვალიფიკაციისა და  გამოცდილების ამაღლებას, საგნის სწავლებისა და კლუბური მუშაობის თანამედროვე  მიდგომებისა და მეთოდების დახვეწას. კონკურსში გამარჯვებულ პედაგოგთა შორის არიან  პედაგოგები თეა ხუროშვილი და მერი ბეჟუაშვილი ქვემო ქართლიდან.

პედაგოგების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებ გვერდის რუბრიკაში  "გვწერენ პედაგოგები"