საბავშვო მოედნის მოწესრიგება გარდაბანში

გარდაბნის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის  ინიციატივით  განხორციელდა დასუფთავების აქცია - "გავაუმჯობესოთ გარემო თემში".  კლუბმა მიზნად დაისახა ქალაქის ერთ-ერთ უბნში ტერიტორიის დასუფთავება და საბავშვო მოედნის განახლება. არაკეთლმოწყობილი, დაბინძურებული გარემო იქ არსებული საბავშვო მოედანი   ვერ ასრულდებდა მის დანიშნულებას - ქალაქის მცირეწლოვან მაცხოვრებლებს არ ჰქონდათ საშუალება  აქტიურად დაესვენათ.

სამოქალაქო კლუბის წევრებმა  დახმარებისათვის   მიმართეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ ზაზა ონიანს. ადგილობრივი თვითმართველობა აქტიურად ჩაერთო თემში არსებული პრობლემის მოსაგვარებლად. მათ კლუბი მოამარაგეს საქმიანობისთვის საჭირო მასალებით, სამუშაო იარაღებითა და უზრუველყეს ნაგვის გატანა. მოსწავლეებს ასევე დახმარება გაუწია გარდაბნის #1 საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ. 

2013 წლის 28 თებერვალს დილის 10 საათზე დაიწყო დასუფთავების აქცია. გარდაბნის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის 20 წევრი შეიკრიბა დათქმულ ადგილას, თან ახლდათ კლუბის მეურვე ნანა ყანდიაშვილი და ხელოვნების პედაგოგი ქეთევან ღუღუნიშვილი.
კლუბის წევრებმა დაასუფთავეს საკმაოდ დიდი ტერიტორია, სკვერი გაწმინდეს ნაგვის ნარჩენებისგან, შეღებეს სკამები და ბავშვების საქანელები.
მოსწავლეთა ინიციატივის შედეგად მოწესრიგდა  და გალამაზდა საბავშვო მოედანი, რომელიც უკვე ბავშვების საყვარელ, გასართობ ადგილად იქცა.