დისკუსია - „ქალის როლი და უფლებები“ შიდა ქართლში

2013 წლის 12 მარტს გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ქალი-აქტიური მოქალაქე“ გამართა.
 
ღონისძიების  მიზანი იყო  მოსწავლეების მიერ ქალის როლის,  უფლებების  და გენდერული თანასწორობის განხილვა ისტორიულ და თანამედროვე პირობრბში. 
დისკუსიის თემა გახლადათ – რა როლი აქვს ქალს საზოგადოებაში ისტორიული კონტექსტში, ცნობილი წარმატებული ქალების ცხოვრება და მოღვაწეობა სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქალთა უფლებების დაცვასა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში. 
პრეზენტაცია წარმოადგინა გორის #7 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „ალტრუისტების“ ლიდერმა ანა მამულაშვილმა.
 
შიდა ქართლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ესეების კონკურსში „ქალი- აქტიური მოქალაქე“, კონკურსის საფუძველზე შეირჩა 15 საუკეთესო თემა.  ღონისძიებაზე მოხდა წარმატებული თემების პრეზენტაცია და   ავტორთა დაჯილდოვება.
 
დისკუსიის შემდეგი ნაწილი დაეთმო თანამედროვე ქალთა უფლებებს და  საზოგადოებრივ მდგომარეობას, სადაც აქტურად ჩაერთვნენ მოწვეული სტუმრები. 
 
„ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც ხელს უწყობს ჩვენი მომავალი თაობის განვითარებას, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას და აქტიურ ჩართულობას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღებაში. მიხარია, რომ ამდენ აქტიურ მოზარდს ვხედავ, ისინი ნამდვილად მომავალი ლიდერები არიან, რაც მეტი აქტიური მოზარდი იქნება ჩვენს გვერდით, რაც მეტი მოზარდი მისცემს მაგალითს თანატოლს, მით მეტად განვითარდება სამოქალაქო საზოგადოება“-აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ქალბატონმა ნინო წეწვაძემ.
 
ღონისძიება „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა, მაშში მონაწილეობდნენ პარტნიორი შიდა ქართლის სამოქალაქო კლუბების წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების, მედიის, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები,  გორის აქტიური და შემოქმედი ქალბატონები (სულ 50 ადამიანი).
 
შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა საჩუქრები და ყვავილების თაიგული გადასცეს სტუმრებს.