დისკუსია - „წარმატებული ქალები“ ზუგდიდში

2013 წლის 8 მარტს, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში, ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, რამდენიმე ღონისძიება გაიმართა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში. პროგრამის პარტნიორი ზუგდიდის სასწავლო ცენტრ ჯი-ელ-სის და ზუგდიდის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბებმა ჩააატარეს ერთობლივი ღონისძიება სახელწოდებით „წარმატებული ქალები“.
 
მოსწავლეებმა შეხვედრაზე  წარმატებული ქალები მოიწვიეს და გამართეს დიალოგი „წარმატების ფორმულის“ შესახებ. მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს საკუთარ წარმატებებზე და ახალგაზრდებს გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები წარმატების საიდუმლოს შესახებ. 
 
მოწვეული სტუმრებს შორის იყვნენ:ქეთი ბარათაშვილი, პროკურორი; მადონა ჯაბუა, საერთაშორისო ტრენერი გენდერულ საკითხებში; მაია კალანდია, თეატრის დირექტორი; ნათია ბჟალავა, დემოკრატიული ჩრთულობის ცენტრის კოორდინატორის ასისტენტი; ნანი მოსიძე,  გაზეთ „ზუგდიდის“ რედაქტორი; ნანა ქობალია, ტელე-რადიო კომპანია „ოდიშის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი და  ნანა ჯაფარიძე,  ბიზნესის სფეროს წარმომადგენელი.
 
ზუგდიდის #3 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ინიციატივით კი ჩატარდა აქცია სახელწოდებით  „იღიმის მარტი იებით ხელში“. კლუბის წევრემბა შეიძინეს თაიგულები, დაამზადეს მისალოცი ბარათები და ესტუმრნენ სამშობიარო სახლ „ლაიფს“ და მიულოცეს ეს დღე იქ მყოფ ქალბატონებს.