სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონალური კონფერენციები

მიმდინარე წლის მარტის თვეში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი, რომელსაც კოორდინირებას კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი უწევს, საქართველოს თერთმეტივე რეგიონში რეგიონულ კონფერენციებს ატარებს.

2013 წლის 9 მარტს, ქუთაისში, რიგით პირველი რეგიონული კონფერენცია გაიმართა. მას რეგიონული კოორდინატორი სოფიო მურუსიძე უძღვებოდა. შეხვედრაში იმერეთის რეგიონის პროგრამის სამიზნე სკოლების პედაგოგები მონაწილეობდნენ. 

რეგიონული კონფერენციების მიზანია განიხილონ რეგიონული მრგვალი მაგიდების შეჯერებული რეკომენდაციების შედეგები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა სახლის მიერ სამოქალაქო განათლებაში დაგეგმილი 90 საათიანი ტრენინგ-კურსები, სასერტიფიკაციო გამოცდები და სახელმძღვანელოები, რომელიც დაეხმარებათ მასწავლებლებს გამოცდისათვის მომზადებაში. მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ქ.თბილისში 11 მაისს დაგეგმილ ეროვნული კონფერენცია-გამოფენის შესახებ.

ქუთაისის კონფერენციაზე გაიმართა დისკუსია სამოქალაქო განათლების პედაგოგისა და მის როლის შესახებ სამოქალაქო კლუბის მუშაობაში. შეირჩა პედაგოგი, რომელიც აპრილის თჳეში ღია გაკვეთილს ჩაატარებს სამოქალაქო განათლებაში.
მონაწილეებმა ისაუბრეს ეროვნული კონფერენცია-გამოფენის და საგამოფენო მასალების წარდგენის თაობაზე - ვადებზე და რეგისტრაციაზე.
 
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის იმერეთის რეგიონის კოორდინატორი ნათია ნამიჭეიშვილი წარუძღვა ვორქშოპს თემაზე „როგორ გავხდეთ წარმატებული კლუბის მენტორი“. 
 
პედაგოგებმა პოზიტიურად შეაფასეს კონფერენცია და აღნიშნეს ამ ტიპის  შეხვედრების აუცილებლობა.