საქველმოქმედო აქცია აჭარაში

ქვემო განთიადის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს საქველმოქმედო აქციის მოწყობა 12 წლის მირზა ცეცხლაძის დახმარების მიზნით. სიუჟეტი  ბავშვისთვის გადაუდებელი ოპერაციის საჭიროების შესახებ აჭარის ტელევიზიით გავიდა.  

მოსწავლეებმა ქვემო განთიადის მოსახლეობაში გაავრცელეს ფლაიერები, რომელიც ასახავდა  ინფორმაციას დახმარების შესახებ და ფულადი გადარიცხვისთვის გახსნილ საბანკო ანგარიშს და სატელეფონო ნომრებს. 

გარდა ამისა, მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ საქველმოქმედო კონცერტი და  თხოვნით მიმართეს  შპს ,,ბაკურის" გენერალურ დირექტორს, თენგიზ ბაკურიძეს, საკონცერტო დარბაზის უსასყიდლოდ გამოყოფის შესახებ.  სამოქალქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში დაიბეჭდა  კონცერტზე დასასწრები  350 - მდე მოსაწვევი, რომელიც  მოსაწავლეებმა გაავრცელეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სკოლაში, ქვემო განთიადის მოსახლეობაში. 
2013 წლის 28 თებერვალს ორთაბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი ,,ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელები". კონცერტის წამყვანები იყვნენ ქვემო განთიადის სამოქალაქო კლუბის წევრები. კონცერტში  მონაწილეობდნენ ქ. ბათუმის #2 საჯარო სკოლასთან არსებული ბავშვთა ვოკალური ანსამბლი ”ბაკური” და ჯგუფი ”ბაბილონი”. საქველმოქმედო კონცერტის შემდეგ მოსწავლეებმა მირზას ოჯახს გადასცეს თანხა - 800 ლარი.

კონცერტს ესწრებოდნენ შპს ”ბაკურის” ადმინისტრაცია, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები, ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის წარმომადგენლები.

უნდა აღინიშნოს, რომ  მოსწავლეები  კონცერტში  მონაწილე ჯგუფ „ბაბილონთან“ ერთად გამართავენ საქველმოქმედო პოეზიის საღამოს და შემოსული თანხა კვლავ მირზას ოჯახს  გადაეცემა. 

მოსწავლეები სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებენ ინფორმაციას და მოუწოდებენ ხალხს ერთი სატელეფონო ზარით  გაუწიონ დახმარება მირზას.