ტრენინგი ”დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება”

2013  წლის 8-17 თებერვალს ქუთაისში, სასტუმროში ”რჩეული პალასი”  ჩატარდა ტრენინგი ”დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება”. ტრენინგი ჩატარდა    სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში  კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ორგანიზებით.
ტრენინგს ესწრებოდნენ აჭარის, რაჭის, გურიის, იმერეთის და  სამეგრელოს სკოლების  სამოქალაქო განათლების  14  პედაგოგი და  მას სამოქალაქო განათლების ექსპერტი, ქ-ნი  ცირა თავშავაძე უძღვებოდა.  ტრენინგის დროს განიხილეს სამოქალაქო განათლების სწავლების  ძირითადი აქცენტები , სასწავლო რესურსების შერჩევა და გამოყენება, სამოქალაქო მონაწილეობა, პროექტი, როგორც სასწავლო მეთოდი, მოსწავლეთა შეფასების მეთოდები და სკოლის როლი სამოქალაქო განათლების სწავლებასა და ხელშეწყობაში.
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას (ACETT) ახორციელებს ორგანიზაცია PH International კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან პარტნიორობით. პროგრამა ფინანსდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.