“პატარა ბიძგი წარმატებისთვის“

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის  „პატრიოტების“ წევრებმა მცირე გრანტის  პროექტის “პატარა ბიძგი წარმატებისთვის“ ფარგლებში სამოქალაქო კლუბის  გაძლიერება და მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა გადაწყვიტეს.  
სამოქალაქო კლუბის პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ  მიუხედავად მოსწავლეთა  აქტიური საქმიანობისა,   კლუბს არ გააჩნდა სამუშაო  ოთახი.  მოსწავლეებმა სკოლის დირექციას   სთხოვეს მხარდაჭერა და შეთანხმდნენ, რომ სკოლაში გამოიყოფოდა ფართი, რომლის სარემონტო სამუშაოებს სკოლის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდა. 
მცირე გრანტის პროექტის დაფინანსების შემდეგ სკოლის დირექციამ მართლაც იზრუნა ოთახის რემონტზე,  მოწესრიგდა ელექტრო გაყვანილობა,  შეძენილი იქნა ინვენტარი.  განახლებულ და გარემონტებულ სამუშაო ოთახში  ჩატარდა ტრენინგები თემაზე: “ლიდერობა აქტიური მოქალაქეობა”  და “მოტივაცია.”  მოეწყო თემატური ფილმის  ჩვენება და განხილვა.  
სკოლის დირექციის ფინანსური მხარდაჭერის და სამოქალაქო კლუბის აქტიურობის შედეგად  სკოლამ მიიღო კეთილმოწყობილი სამოქალაქო კლუბის ოთახი,რომლითაც ისარგებლებენ კლუბის წევრები. როგორც თვითონ აღნიშნეს,  ეს   ხელს შეუწყობს  ინიციატივების განხორციელებას.