„სჯობს დაკარგო წუთები, ვიდრე მთელი სიცოცხლე!“

2013 წლის 26 თებერვალს ზუგდიდის #5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „მრგვალი მაგიდის“ ინიციატივით მოეწყო აქცია ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელზე „სჯობს დაკარგო წუთები, ვიდრე მთელი სიცოცხლე!“. 
აქციაში მონაწილეობა მიიღო პარტნიორი სკოლების 60 მოსწავლემ. მოსწავლეებმა ზუგდიდის გამსახურდიასა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე შუქნიშანთან  მოსახლეობას საგზაო წესების დაცვისკენ მოუწოდეს.
აქციის ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა. საპატრულო პოლიციის უფროსმა ვახტანგ დადუნაძემ რადიო „ათინათთან“ საუბარში განაცხადა, რომ ძალიან სასიხარულოა, როდესაც ახალგაზრდა თაობა დაინტერესებულია საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვით და მსგავს აქციებს ატარებს.  იგივე თემაზე ვახტანგ დადუნაძემ ახალგაზრდებთან შეხვედრა 25 თებერვალს გამართა.
აქციის მსვლელობისას საპატრულო პოლიციამ გამოყო  საპატრულო პოლიციის მანქანა, რომელიც  მოსწავლეთა უსაფრთხოების მიზნით პატრულირებდა მიმდებარე ტერიტორიაზე.
აქციის დასასრულს ახალგაზრდებმა საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს, რომელიც აქციის ძირითად მესიჯებს შეიცავდა და მოსახლეობას აქტიური მოქალაქეობისა და კანონმორჩილებისკენ მოუწოდებდა.
http://radioatinati.ge/news/article/აქცია-„სჯობს-დაკარგოთ-წუ/  
რადიო ათინათის ვებ გვერდზე განთავსებული ვიდეო რეპორტაჟი